|
2019-01-24 17:24:20, 1357 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: უზენაესს სასამრთლოს წევრები არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს
უმრავლესობის წევრის, ლევა გოგიჩაიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე იმსჯელეს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ კადრებთან დაკავშირებით. გოგიჩაიშვილის განცხადებით, დღეს დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება, რის გამოც, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ უზენაესს სასამრთლოს წევრები არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს, რაც შეეხება, როგორ უნდა წავიდეს, ჩვენ დავიწყებთ უკვე საუბარს კრიტერიუმებზე, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, როგორ უნდა განვითარდეს რეფორმა, როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რა კრიტერიუმები უნდა იყოს. დღეს ამ საკითხზე საუბარი არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები ეს არის იურიდიული მიმართულება, რომელზედაც უახლოეს მომავალში ჩვენ ვისაუბრებთ. ბიძინა ივანიშვილს დღეს ჰქონდა რთული ფუნქცია, იმიტომ რომ მას უწევდა მედიატორის როლის შესრულება, ის ისმენდა ჩვენ პოზიციებს და თავის პოზიციებსაც აფიქსირებდა. იგი ჩემზე კარგად გამოხატავს, როცა ჩათვლის საჭიროდ, რა არის მისი პოზიცია, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პოზიცოა იყო ჩვენ დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები ჩვენი პოზიციის სისწორეში და გადმოგვეცა მთავარი ჩვენი საზოგადოებრივი დაკეთა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)