|
2019-01-23 17:16:49, 3056 ნახვა
სამხედრო
როზ უილსონი: ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს
„ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს“, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა ბათუმში, ამერიკულ ხომლადზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა. როზ უილსონის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ამ ვიზიტის მიზანია გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას მეზობელი ქვეყნის მხრიდან და აჩვენოს სამხედრო სფეროში ამერიკის მხარდაჭერა, ასევე განაგრძოს თანამშრომლობა მიმდინარე მნიშვვნელოვანი რეფრომების მხარდასაჭერად, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებენ და მიზნად საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით და „Donald Cook"-ის საქართველოში ვიზიტით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა. აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი" საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. "დონალდ კუკი" არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)