|
2019-01-23 12:54:13, 981 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს
დედაქალაქის მერია ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითი შედეგით დასრულდა. „კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა გვქონდა გამოცხადებული, რომელზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, შენობა-ნაგებობები უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდეგ, შევცვალეთ მიდგომა და იმისთვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დაინტერესებულიყვნენ, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული 12 223 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითად დასრულდა. მერიამ კონკურსი ჩაატარა და დაზარალებულებისთვის ფართების გადასაცემად ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო, ვიდრე ეს ინდივიდუალურ რეჟიმში თბილისის მერიისთვის იქნა შეთავაზებული“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფი დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, დედაქალაქის მერიას დაახლოებით, 5000 კვ. მეტრის გამოყოფას სთავაზობდა, რაც საკონკურსო პირობების შედეგად, გაუმჯობესდა. „ჩვენ საკონკურსო პირობა მერიის ვებგვერდზე განვათავსეთ. შედგა ვაჭრობა, რომლის შედეგადაც, 5 000 კვ. მეტრის ფართი 7 100 კვ. მეტრამდე გაიზარდა, რის შემდეგაც, დამატებით, 100-მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ვახერხებთ, ვისი ვალიც სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან აქვს აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება ხდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულთა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღნიშნული პრობლემა ყველას მოვუგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)