13:48 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 14:19:20, 1068 ნახვა

საზოგადოება
ბაღების სააგენტო წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიებების გატარებას იწყებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ.

"დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა.

ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება.

წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“, - ნათქვამია ბაღების სააგენტოს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics