13:09 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 12:19:26, 1122 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებმა სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართეს.

აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებდნენ, ხელი მოეწერათ მანიფესტისთვის „მართლმსაჯულების გადასარჩენად“, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში  მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე- სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა მურუსიძემ და ბატონმა ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეები, ასევე აუცილებელია,რ ომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ - სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება“, -განაცხადა „საია“-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
პენსი - სანქციების მოხსნა წარმოადგენს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და აშშ-ს ლიდერობის ღალატს
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics