|
2019-01-12 15:11:58, 1666 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური კობახიძე-მიქაუტაძის შეხვედრაზე: თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი, აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა
არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთასორისო გამჭირვერვალობის“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის დღევანდელ განცხადებებს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმუარა. როგორც ეკა გიგიაურმა აღნიშნა, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. ამასთან, მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას. „ვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვა, რომ სიის გაწვევა შეუძლებელიაო და კრიტერიუმებს გავწერთო. ამ კრიტერიუმებით განვიხილავთ არსებულ სიას და ვიმსჯელებთ წარმოდგენილ კანდიდატებზეო. ეს ყველაფერი კი საერთოდ არ გამორიცხავს ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების არც უვადოდ დანიშვნის და არც მათი ჩაგდების შესაძლებლობას. ანუ ყველაფერი კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება. ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტი ჩინჩალაძე/ მურუსიძის ულტიმატუმს დათანხმდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვმოძღვრავდნენ, რომ სიას არ გაიწვევდნენ და ეს არის გამორიცხული? 2. თუ არ დათანხმდა ულტიმატუმებს და გონია, რომ კანონში არაა გაწერილი სიის გაწვევის პროცედურები, რატომ არ უნდა ფორმალურად უყაროს კენჭი ამ სიას და ჩააგდოს ყველა კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საბჭოს მიერ? რატომ იხილავს საერთოდ ამ სიას? მან ხომ იცის, რომ სიაში ჩინჩალაძის კლანის წევრებია წარმოდგენილი? 3. კობახიძეს მართლა გონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ კრიტერიუმები იყო და არა იმ მოსამართლეების არ დანიშვნა, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი? 4. თუკი ასე ფორმალურად უდგება, ამ ახალ კრიტერიუმებს წარმოდგენილი მოსამართლეები მარტივად დააკმაყოფილებენ? ანუ თუ ჩინჩალაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ის უნდა დაინიშნოს ? ამას ამბობენ? ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა! მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! ესაა მთავარი. აპირებს თუ არა სასამართლოს სისტემაში ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანის მოშლას და არის თუ არა მზად სასამართლოში ჩარევაზე უარი თქვას. ანუ გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება შეცვალოს სასამართლოს სისტემა! გამოსავალი ერთია - კლანი უნდა წავიდეს, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მიეცეთ დამოუკიდებლობის შანსი და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებში“, - წერს ეკა გიგაური.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)