04:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 16:12:56, 2078 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვისურვებ, რომ ენგურის ხიდი, ახლო მომავალში, გამაერთიანებელი ხიდი გახდეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა - ახალი   წელი მიულოცა და  მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა.

„მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ.  ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics