|
2015-06-16 12:26:31, 552 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება
„წყნეთი -ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოსთვის გაიხსნება“,-ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ათი დღე დასჭირდება. „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გუშინ შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები თითოეულ ლოკაციაზე. ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე მძიმე ლოკაცია იყო მიმდინარეობს სამუშაოები ერთობლივად მერიისა და თავდაცვის სამინისტროს ძალების მეშვეობით. ყიფშიძის და წყნეთის ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც აწარმოებენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აქტიურად მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზე და დღის ბოლომდე გზა იქნება აღდგენილი, თუმცა დაახლოებით 10 დღე დასჭირდება გზის სრულ რეაბილიტაციას. დღის ბოლოსთვის წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთი იქნება გახსნილი“,-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)