04:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 15:01:15, 1383 ნახვა

პოლიტიკა
„რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა - ეს დაავალეს და მე გავარკვევ ვინ“ - ეკა ბესელია ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ექსპერტ გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც აბაშიძემ ის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

როგორც ბესელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მსგავსი ბრალდებები მისთვის სასაცილოა. ამასთან, მისივე თქმით, 3 დღის წინ მას "მსგავსი ტიპის პროვოკაციების შესახებ აფრთხილებდნენ". 

"ეს იმდენად დიდი აბსურდია და ეს ისეთი სიგიჟეა, ისეთი სამარცხვინო რამ არის რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ საერთოდ შინაარსში ვერ შევალ. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე, ამას ვხვდები. ჯერ ერთი გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი. ის პარტიის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაოს პრესის, თუ პიარის თუ ექსპერტების ჯგუფთან მუშაობს. მისგან მიკვირს ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა. რაღაც ბმას ვხედავ, რადგან დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია მზადდებოდა, თუმცა არ ვიცოდი რა შინაარსის. დაასახელეს ეს გვარი და უბრალოდ გამეცინა, რადგან ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობ. გია აბაშიძეს ეს დავალება მისცეს, თუმცა არ ვიცი ვინ მისცა. ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ის ფორმა და ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა", - აღნიშნა ბესელიამ. 

ცნობისთვის, ექსპერტ გია აბაშიძის განცხადებით, მას სანდო წყარომ შეატყობინა, რომ ეკა ბესელია "ომეგა ჯგუფის" მფლობელისგან ქრთამს იღებდა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics