|
2019-01-01 00:42:34, 2264 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის. ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავსაერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, - თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა - და - რაც შეიძლება მოკლე დროში. 2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეშიცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე და მივაღწიოთ ჩვენიხალხის კეთილდღეობას. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახიიგრძნობს. 600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრგამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე.
განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას. დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია. ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია, ისინი არიან ჩვენიქვეყნის მომავალი. მინდა, მივულოცო ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ განათლება იქნება მომავალ 2019 წელს ჩვენი უპირობო პრიორიტეტი. განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციურიარჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის! გილოცავთ!
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)