|
2015-06-16 00:36:27, 529 ნახვა
საზოგადოება
დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება
შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით, ხვალ დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება. აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობის და ზოოპარკის ტერიტორია. - ამის შესახებ, საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის დაზიანებულ მონაკვეთი აღდგენილია და შეზღუდვა საავტომობილო მოძრაობაზე რამდენიმე საათში მოიხსნება. „წყნეთის ქუჩაზე მერიის სამსახურების მიერ ჩატარებულია დასუფთავების სამუშაოები. ამჟამად ადგილზე ელოდებიან ინერტული მასალების მიტანას, რომლითაც მოხდება სამაგრი კედლის აღმართვა, რათა არ მოხდეს მდინარის მიერ დამატებითი მიწის მასის ჩამოშლა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლების და ავტოსადგომების ნგრევა. მდინარის მიმდებარე ტერიტორია,სადაც არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით და მას იცავენ შსს-ს თანამშრომლები. წყნეთის ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოხდამოსახლეობის გაყვანა, თუმცა, ბინის დატოვებაზე უარს ამბობს 3 ოჯახი. იმედი მაქვს, მათ დარწმუნებას შევძლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე - სვანიძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ირაკლი ღარიბაშილის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ეროვნული გვარდია, სპორტსმენები და მოხალისეთა რაზმები თბილისის მერიის კოორდინაციით აგრძელებენ მუშაობას, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის პირველი სართულები გაწმენდილია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)