08:50 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 00:21:09, 842 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოვრიცხავ, პროკურატურაც დაინტერესდეს

სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადდეს, - დავალება შესაბამის სამსახურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის მაგალითი დაასახელა, სადაც, არაკეთილსინდისიერად გაცემული ნებართვების გამო, რომელმაც გარემოს დაზიანება გამოიწვია, პასუხისმგებელი პირები დაისაჯნენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს.

„ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics