23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 13:23:39, 1606 ნახვა

პოლიტიკა
ენმ რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს და არ ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს და არ ესწრება.

გუშინ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტი პირველი მოსმენით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“,  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ხდება კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების განსხვავებული ვადების დაწესება.

 ასევე, პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განხილვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics