|
2015-06-15 18:01:08, 1077 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფრომა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი. „დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საფრანგეთში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავია-შოუზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს. პარიზის ავია-შოუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომერციული გამოფენაა, სადაც სამხედრო და სამოქალაქო საფრენი აპარატები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საერთაშორისო მწარმოებლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან. დღესვე, თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან ივ ლე დრიანს შეხვდება. ფრანგ კოლეგასთან საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)