|
2018-12-19 19:19:43, 1267 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ორგანიზაციის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისა და დახვეწის პროცესში ათეა-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. „15 წლის წინ ამ ორგანიზაციამ დაისახა საკმაოდ ამბიციური მიზანი - გაეერთიანებინა ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული და თვითმმართველობის სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ემუშავა. ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებას თავიდანვე ხელი შეუწყო ევროპის საბჭომ და ევროკომისიამ, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა, პროცესში ჩართული იყო სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მათი მიზანი გამართლებულია. ამ ხნის განმავლობაში ასოციაციამ ევროპაში აღიარება მოიპოვა და ის ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციად მიიჩნევა, რომელსაც ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. სწორედ ამ ასოციაციის დამსახურებითა და ხელშეწყობით მიიღო თბილისმა, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის დედაქალაქმა, საუკეთესო მუნიციპალური განვითარებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საბჭოს ბრწყინვალების ვარსკვლავი; „ათეა“ ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკომისიის საკონსულტაციო პლატფორმის წევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღნიშნულ პლატფორმაში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოს კი სწორედ „ათეა“ წარმოადგენს. ორგანიზაციამ 25-მდე მსხვილი პროგრამა განახორციელა, რომელთა საერთო ბიუჯეტის პაკეტი, დაფუძნებიდან დღემდე, ოთხი მილიონი ევროა. რამდენიმე თვის წინ ასოციაციაში, გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის მიზნით, ასოციაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელის“ პროექტის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 24-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 34 პროექტი წარადგინა. თბილისის მერმა აღნიშნულ კონკურში გამარჯვებულები და მათი პროექტები დაასახელა. კერძოდ, თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა“ - საუკეთესო პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა; გენდერული თანასწორობის საკითხებში კომისიამ წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები შეარჩია; სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით კი, საუკეთესოდ წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის ასევე, სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები. თბილისის მერმა თვითმმართველობებს სამომავალო საქმიანობაში წარმატება უსურვა. „წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თვითმმართველ ერთეულს. მჯერა, რომ თვითმმართველობები ერთობლივი ძალებითა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოქალაქეებისთვის სათანადო სამსახურის გაწევასა და ქვეყნის განვითარებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ქვეყნის ყველა თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება წარმოადგენს. თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ასევე, თვითმმართველობების წარმომადგენლები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.
(NS)
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)