03:04 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 12:30:28, 1417 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - სალომე სამადაშვილი ქვეყნისთვის საზიანო, უსაქმური და კანონების არმცოდნეა

 „სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე“, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ბესელიას თქმით, ენმ-ს წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს.

„სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში. ან აქამდე რატომ იყო“, - წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით ის ბიუროს მიმართავს. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics