|
2018-12-19 12:10:26, 1009 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი
დედაქალაქის მერია ყველა იმ ჯიხურის მფლობელს, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული, დამატებით ვადას განუსაზღვრავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამიდან ექვს თვემდე ვადაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა უნდა მოხდეს. „დაახლოებით, ექვსი წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - ქალაქში დაახლოებით, 2500 ჯიხური განათავსა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის. ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით, ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ადგილმონაცვლეობის შემდეგ მიეცემათ. „თბილისი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე პრობლემური არ არის, თავის ადგილზე დარჩება, ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა ახალი ვადით განაგრძონ. დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას - სამიდან ექვს თვემდე განუსაზღვრავს. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებმა მსგავსი სავაჭრო ობიექტები უნდა აიღონ.
(NS)
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)