|
2018-12-17 09:11:33, 1290 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. ამ დროისთვის ადგილზე 8 კარავია გაშლილი. მოქალაქეების ნაწილი სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. „ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის არიან შვილმოკლული მამები, რომლებიც რუსთაველზე რამდენიმე თვეა იმყოფებიან. გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დღეს წარადგენს. შეგახსენებთ, გუშინ გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)