|
2018-12-14 14:59:38, 955 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ყალიბდება სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით
„ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო, არსებული სახით, იყო ნონსენსი და არ იყო თავსებადი სისტემასთან. „აქედან გამომდინარე ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლების სისტემაში. ამას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც არის, როგორც ვიცი, უკვე ინიცირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მმართველობასთან და ზუსტად ამას ეფუძნება ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი და ინიცირებული პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)