10:34 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 14:07:39, 556 ნახვა

რეგიონი
კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება

ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება.

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“ ამ სიტყვებით იწყება  ვიდეოკლიპი, რომელშიც სრულადაა წარმოჩენილი კურორტის ბუნებრივი სილამაზე თავისი ავთენტური გარემოთი და ტურისტული პოტენციალით. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით   აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა  სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება. 

„ჩვენთვის უმთავრესი იყო ვიდეორგოლს გადმოეცა ძველისა და ახლის სინთეზი. ტრადიციებისა და თანამედროვეობის თანაცხოვრების მაგალითი. ეს არის ის ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად რჩებათ კურორტ გოდერძის სტუმრებსა და ტურისტებს. ვიდეორგოლი რამდენიმე ენაზეა, მათ შორის ინგლისურად და გერმანულად. ჩვენ ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის ბუნებრივია, უკვე ვახდენთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალური მედიითა და სხვა სარეკლამო არხებით საერთაშორისო მედიაში. გოდერძის პოპულარიზაციაც ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. ზოგადად, გოდერძი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, არის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შემქმნელი მაღალმთიანი აჭარისთვის და ჩვენს სტრატეგიაში, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ცენტრალური როლი აქვს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლოტმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics