|
2018-12-14 12:11:18, 1602 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიებისათვის ჯილდოების გადაცემა საპატიო სტუმრების მიერ. ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები. საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები: იმავე კატეგორიაში, გაიმარჯვა მცირე და საშუალო კომპანიამ “თი ერ სი” პროექტით “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება” - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა ანა ბოლტმა. პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ს გადაეცა ჯილდო კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი” (მცირე და საშუალო კომპანია) მის მიერ განხორციელებული თანამშრომლების განვითარების პროგრამისათვის - კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ დააჯილდოვა. სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგი” გაიმარჯვა კატეგორიაში “კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის - ჯილდო, გამარჯვებულ კომპანიას, გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ. თიბისი ბანკმა გაიმარჯვა კატეგორიაში “საზოგადოების მხარდაჭერა” პროექტით “წერე ქართულად” - ჯილდო გადასცა შევედეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ დიტერსტრომმა. იგივე კატეგორიაში, ასევე, დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია “ეისითი” სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერისათვის - ჯილდო გადასცა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა. კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა” გაიმარჯვა კომპანიამ “ნატახტარი” პროექტით “იზრუნე მომავალზე” - ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ. სარეკლამო კომპანია “HOLMES&WATSON” დაჯილდოვდა კატეგორიაში “შემოქმედებითი CSR” პროექტისთვის #არგამბოლო - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა პაველ ჰრიცამ. კატეგორიაში “ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა” გამარჯვებულად დასახელდა “პალიტრა მედია ჰოლდინგი” პროექტისათვის “მაკულიტერატურა” - ჯილდო ამ კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას გადასცა ლორენ რასელმა, USAID-ის ეკონომიკის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ. ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილე კარლო ნატალე კონკურსის შესახებ: „ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ნაწილია საზოგადოების ეკონიმიკური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით, ბიზნესის მიერ განხორციელებული შესანიშნავი მაგალითების გაზიარება, მხოლოდ და მხოლოდ განავითარებას ამ პროცესს, გაზრდის სხვა ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას და სასიკეთოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“. მხარდაჭერა: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გაიმართა ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; შვედეთის საელჩო საქართველოში; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); CENN; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2018” სპონსორები იყვნენ შემდეგი კომპანიები: სასტუმრო ბილტმორი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (MBC), სარაჯიშვილი, Holiday Inn, Holo, Tep.
(R)
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)