|
2018-12-14 10:07:59, 988 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს
საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, 2018 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური იყო, რისი ნათელი დადასტურებაა, ივლისის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე და ერთობლივი განცხადების მიღება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. შეხვედრაზე საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს. „მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ალიანსი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასთან მიმართებაში. მოკავშირეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და მძიმე უსაფრთხოებისა, ისევე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ. სხდომაზე, ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)