|
2018-12-13 12:11:06, 1085 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები პროვოკაციაა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "პროვოკაციულს" უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ამიერკავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა „ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო აქტიურობაა“. ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან ბოლოს გაკეთებულმა, მსგავსმა განცხადებებმა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. გარდა ამისა, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმებმა, ქართულ მხარეს მოუწოდეს "სხვისი ინტერესების გატარება" შეეწყვიტათ და მეზობლებთან ურთიერთობები დაელაგებინათ. რუსეთის წარმომადგენელმა ე.წ საზღვარზე არსებულ სიტუაციას "სტაბილური" უწოდა, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)