|
2018-12-12 19:53:01, 2462 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა მარტვილში იუსტიციის სახლი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა მარტვილში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი საზეიმოდ გახსნა. მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ რიგით მესამე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. აღსანიშნავია ის, რომ სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იუსტიციის სახლის ფილიალი შენდება. ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტულ გარემოში სერვისების მიღებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე მარტვილის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს მარტვილის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ. მარტვილში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად მარტვილში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა. მარტვილის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.
(NS)
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)