|
2018-12-12 15:33:54, 1569 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საქართველო გამოირჩევა ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ
„საქართველო მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის 50-ზე მეტი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, გადახდისუუნარობის რეფორმები და სხვა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და სამომავლოდ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს. „დღეს ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს საქართველოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ორი ძირითადი ფაქტორი, როგორიცაა მუშახელის კვალიფიკაცია და ლოგისტიკური უპირატესობა. თუ ჩვენ არ გავზრდით მუშახელის კვალიფიკაციას, გაგვიჭირდება ინვესტიციებისა და ბიზნესის აქტივობის ზრდის ტემპების დაჩქარება" - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობა ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას, შეიძინოს ახალი ეკონომიკური ფუნქციები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სურვილი გამოთქვა, რომ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს. გიორგი ქობულიას მისალმების შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ბიზნესასოციაციაში ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, ლაშა მიქავა და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
(NS)
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)