|
2018-12-10 17:58:26, 786 ნახვა
რეგიონი
შუახევის მოხალისეები - წლის შემაჯამებელი ღონისძიება
„მოხალისეთა საერთაშორისო დღის“ კვირეულის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თარიღთან დაკავშირებით, მერიის ტურიზმისა და ახალგაზრულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი" დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ გამოცდილება. საქართველოს მოხალისე - რენა თავდგირიძემ შეაჯამა პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოხალისეობრივი საქმიანობა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ შუახევის 15 მოხალისე და ესეების კონკურსის ,,მე, მოხალისე - აქტიური მოქალაქე" გამარჯვებულები.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)