09:38 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 13:36:07, 610 ნახვა

რეგიონი
ზემო აჭარაში ტბელობა აღინიშნა

ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა" გაიმართა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მოგვიანებით კი, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ  ტბელ აბუსერიძის მოღვაწეობა შეაფასა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმ.ტბელ აბუსელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

„ტბელობა" ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება და ადგილობრივებმა იგი ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს.

სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის,  არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწედ ითვლება. მის მიერ  საუკუნეების წინ  შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი,  დღესაც აქტუალურია. ეს არის  ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ  წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით   ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს  შერაცხა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics