|
2018-12-06 15:31:27, 906 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, 3-7 დეკემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მოადგილესთან, რუფიზ ჩირაგზადესთან, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და "საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს კანონონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანზიაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე. კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძამზე, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლადმოსაწყობი თეძამის წყალსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, 25 საირიგაციო სისტემის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წყლის ტარიფების (მათ შორის ტექნიკური და ჰესებისთვის) გაანგარიშების დაფინანსების საკითხებზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყანას გაუწიონ გარკვეული დახმარება და განიხილონ ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსების საკითხი.
(NS)
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)