|
2018-12-05 16:41:32, 568 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ USAID-ის პროექტის ფარგლებში, ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა, არსებული სერვისები და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. თორნიკე რიჟვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიესალმა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესის როლზე და მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ინტერესების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, რეგიონულ დონეზე შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების არსებობა უზრუნველყოფილია. რამდენიმე თვეა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს თავისი წარმომადგენელი ჰყავს აჭარაში, ასევე, ადგილზეა შესაძლებელი პროგრამაში „აწარმოა საქართველოში" ჩართვა, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდება. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესმენებს და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ მექანიზმებზე, სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამებზე და იყოს მეტი მიმართვიანობა, მეტი აქტიურობა. ასევე, ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულარული, ვინაიდან თქვენგან წამოსული ინიციატივებს ვანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა სამართლიანი და თანმიმდევრული თამაშის წესების შემოღებაზე, რაც ხელს უწყობს მეწარმეების ინტერესის გათვალისწინებასა და დაცვას. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბუბუტეიშვილი ესწრებოდა.
(NS)
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)