|
2018-12-05 11:19:21, 1131 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი გარკვეული კატეგორიის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება ან, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. "ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება მაგალითად არასათანადო მოპყრობას ან სიცოცხლის უფლების ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება. ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას. ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობა, რაც მიმდინარე საქმის მასალების გაცნობას ახლავს ზოგადად. სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა გამოძიების ვადა დაკავშირებულია დანაშაულის ხანდაზმულობასთან, რაც იძლევა ოცდახუთ წლამდე ან ზოგიერთ შემთხვევაში უვადოდ, გამოძიების წარმოების შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად არაერთ საქმეს იხილავს, სადაც დაზარალებულები არასათანადო გამოძიებაზე და ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამ საქმეთა გამოძიება წლები გრძელდება და სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია მათი გაცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტს (ფინეთს, შვედეთს, დანიას, ესტონეთს, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. ჩვენი რეკომენდაციით სახალხო დამცველს უნდა მიეცეს იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება შევთავაზეთ", - აღნიშნუალია განცხადებაში.
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)