|
2018-12-05 11:01:16, 915 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტას“ გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენუკრაინისეროვნული ფოსტის UKRPOSHTA-ს წარმომადგენლები
„საქართველოს ფოსტა“ უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობს, რომლებიც მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს რეგიონალური პროექტის - „ოპერაციული მზადყოფნა ელ. კომერციისთვის“ ფარგლებში ესტუმრნენ გამოცდილების გაზიარების მიზნით. საქართველოს ფოსტამ მოკლე ვადაში შეძლო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საფოსტო მიმართულების ყველა სეგმენტში, რის გამოც მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ საქართველოს ფოსტას მიმართა თხოვნით, უკრაინელი კოლეგებისთვის გაეზიარებინასაკუთარი გამოცდილება ელ. კომერციის გზავნილთა საოპერაციო და ბიზნეს პროცესების მართვის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში UKRPOSHTA-ს სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის სტრუქტურას, საფოსტო პროგრამების ფუნქციონირება - გამოყენებას, მონაცემთა გაცვლისროლს და მნიშვნელობას როგორც თავად საფოსტო ადმინისტრაციებისთვის, ასევე ელ. კომერციის მომხმარებლებისათვის, საოპერაციო და ლოჯისტიკურმიმართულებებს, გზავნილების გადაადგილების პროცესს, ანაზღაურების სისტემას, საბაჟო პროცედურებსდა მომსახურების სტანდარტებს. ელ. კომერციაზე მზარდი მოთხოვნის და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის პროექტი მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, რომელიც გულისხმობს ელ.კომერციის გზავნილთათვის ახალი საოპერაციო სისტემის დანერგვას. საქართველოს ფოსტამ შეიმუშავადა განახორციელა ახალი სტრატეგია ელ.კომერციის მიმართულებით, რის გამოც 2018 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს მიერ მაღალი შეფასება მიიღო. „ელექტრონული კომერცია ყველა საფოსტო ოპერატორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ყოველწლიურად ამანათების წილი ამ მიმართულებით მკვეთრად მზარდია სხვა საფოსტო პროდუქტებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანიასაქართველოს ყველა მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელ. კომერციით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთგამოცდილება პარტიორ ქვეყნებს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. „ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა საქართველოს ფოსტის გამოცდილების გაზიარება, რაც დაგვეხმარება ელ. კომერციის მიმართულებით განვითარებაში. ჩვენ მივიღეთ თეორიული ცოდნა სხვადასხვა ტექნოლოგიური, საოპერაციო და ხარისხის სისტემების შესახებ, ასევე პრაქტიკაში გავეცანით მეტად მნიშვნელოვან პროცესებს გზავნილთა დახარისხების და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს“ - განაცხადა UKRPOSHTA-ის საოპერაციო სამსახურის ინჟინერმა ნატალია გალკინამ.
(R)
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)