11:26 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 09:22:35, 408 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილი ახალდაბის მოსახლეობა მთავრობის წევრებმა მოინახულეს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ ახალდაბის მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გუშინდელი სტიქიის შედეგად სოფელ ახალდაბას სერიოზული ზიანი მიადგა. ბეთანიის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა სავალი გზა და სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა კი დაანგრია და დატბორა სახლები. ერთი სახლი და სოფლის მაღაზია საერთოდ ღვარცოფმა წაიღო. უამრავი სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პირველი წუთებიდანვე მოხდა ვერტმფრენებით ბავშვების და ავადმყოფების ევაკუაცია.  მათზე მზრუნველობა კი  ვაკის გამგეობამ ითავა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დღის განმავლობაში რამდენიმე რეისი განხორციელდა და მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები მიაწოდეს.

ამ დროისთვის მოსახლეობა სასმელი წყლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფილია, თუმცა მოსახლეობა სასწრაფო წესით გზების, ელექტროენერგიის და წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს.

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა  მოსახლეობას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, ხვალიდან სოფელ ახალდაბის ბავშვები წყნეთის სამთავრობო რეზიდეციაში განთავსდებიან ვიდრე სტიქიის შედეგები ბოლომდე არ აღმოიფხვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics