|
2018-12-03 17:20:04, 1190 ნახვა
პოლიტიკა
ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 5-7 დეკემბრის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში ერთი კენჭსაყრელი და 85 განსახილველი საკითხია - როგორც კანონპროექტები, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტები. პარლამენტის სხდომაზე კენჭი ეყრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით განხილვას გეგმავს. კანონმდებლები რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით აღნიშნული სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. 5 დეკემბერს 11:45 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო რიგგარეშე სხდომა მუშაობას 12:00 საათიდან შეუდგება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)