23:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 16:49:08, 1762 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა

საქართველოს ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ჰაკათონი გამართა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმო ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას-მობილბანკის თემატიკას. კერძოდ კი, mBank-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებას. ჰაკათონში მონაწილეობისთვის საკმარისი იყო მონაწილეებს ჰქონოდათ  იდეა მარტივი პროტოტიპის შესაქმნელად. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარმა 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით. 

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ,  წარმოედგინათ მათი იდეები მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიეღოთ შესაძლებლობა თავად განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით,  ვახტანგ ბობოხიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულ გუნდს  ფულადი ჯილდო  -  5 000 ლარი გადაეცა.  ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში.  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი  სპეციალური  პრიზები გადაეცათ. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics