|
2018-12-03 15:42:45, 2106 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უმასპინძლეს, რომლებსაც სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, კაი კარელსონი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, პირიტ პიკერი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მსმენელებს წარმატებები უსურვეს. თეა ნიკოლაშვილმა ესტონურ მხარეს, ესტონეთის ელჩს, თავდაცვის ატაშეს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. სემინარს საქართველოს თავდაცვის უწყების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. კურსის განმავლობაში მონაწილეები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნებათ. სხვა მომხსენებლები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე მაღალი თანამდებობების პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მერვედ იმართება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)