|
2018-12-03 11:52:02, 881 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საზღვაო სააგენტოს დაფინანსებით 2019 წელს საქართველოს გემების მონიტორინგის სახმელეთო 2 ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგური გადმოეცემა
ევროპის საზღვაო უსაფროთხიების სააგენტოს გადაწყვეტილებით და დაფინანსებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გადმოეცემა გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგური. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ქალაქ ვენეციაში, (იტალია) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ სისტემა MAREΣ (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე (15th MAREΣ Expert working Group Meeting) EMSA - სთან აწარმოა მოლაპარაკება ევროპის საზღვაო უსაფროთხიების სააგენტოს დაფინანსებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგურის გადმოცემის თაობაზე, რაც რეალურ დროში, საქართველოს 200 მილიან ზონაში, გემის, ტვირთისა და ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლება. აღნიშნული სადგურებით, სამომავლოდ ევროპულ სააგენტოებთან ინტეგრაციის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციის გაცვლა იგივე ინფორმაციაზე ევროპულ სისტემასთან, რაც ქართულ ნავსადგურებს ჩართავს საერთო ევროპულ ქსელში. ასევე, საქართველოს წინადადებით და MAREΣ ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით გადაწყდა 2020 წელს MAREΣ Expert working Group Meeting მე-17 შეხვედრის ჩატარდება რიგით მესამე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ დეცენტრალიზებულ უწყებას რომელიც ფუნქციონირებს ევრო პარლამენტისა და საბჭოს EC 1406/2002 დადგენილების საფუძველზე საზღვაო უსაფრთხოების მაღალი, ერთიანი და ეფექტური დონის უზრუნველსაყოფად, როგორც გემების მიერ ასევე ნავთობისა და გაზის დანადგარებით გამოწვეული დაბინძურების პრევენციისა და რეაგირებისათვის. ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგლამენტის EU 100/2013 შესაბამისად EMSA- ს საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში ნაციონალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების შექმნის მიზნით.
(NS)
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)