|
2018-12-02 18:33:38, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული
„ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული, - მის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულები იარაღით იყვნენ აღჭურვილი და საქართველოში მათი ჩამოსვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მიტინგებს უკავშირდება. "ფაქტია, რომ დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული აქ ტურისტებად, ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. მე ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს სააკაშვილი და ეს ე.წ ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, შსს ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა" და „ალიანსში" ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - ნათქვამია შსს განცხადებაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)