|
2018-11-30 21:08:00, 1735 ნახვა
პოლიტიკა
ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს და პოლონეთში იწვევს
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ ყოველმხრივი კეთილდღობა ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში. მსურს გამოვხატო გულწრფელი რწმენა რომ ტრადიციული მეგობრული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს. პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული. პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში. ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჯის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ- სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება“, - ნათქვამია ანდჟეი დუდას მისალოც წერილში.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)