|
2018-11-30 19:24:57, 1422 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. „პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად, კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული იმ მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, კონსულტაციები შესთავაზა. „ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში იქნება შესაბამისი პირობების შემქნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც წარადგენს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად და რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)