|
2018-11-30 16:12:11, 877 ნახვა
რეგიონი
მედოევი: ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის შეფასებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთთან დაკავშირებით, მოსალოდნელი იყო. ინფორმაციას Cominf.org ავრცელებს/ როგორც მედოევმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მოუწევს ოკუპაციის დაგმობა და ამავდროულად მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. "არჩევიდან პირველი წითებში გაჟღერდა მაფიო მესიჯები როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის მისამართით. არამგონია რომ მისგან ვინმე უფრო "ორიგინალურ" პასუხს ელოდა. ეს მესიჯი შიდა მოხმარებისთვისაც გამოსადეგია. უნდა ითქვას, რომ ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს - ერთის მხრივ, "ოკუპანტების" დაგმობა და მეორეს მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ოკუპირებული, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება. ალბათ ოკუპირებულია თავად ხელისუფლება, თანაც ყველა, რომელიც 1992 წლიდან იყო ქვეყნის სათავეში. ეს მდგომარეობა დემოკრატიული გზით, მემკვიდრეობით გადაეცემა ქვეყნის ყველა ხელმძღვანელს. გაუგებარია, როგორ შეიძლება რუსებს ოკუპანტები უწოდა, ამავდროულად რესტორნებში მოემსახურა და უცეკვო? ეს პარიზს მაგონებს 40-იან წლებში - კოლაბორაციონიზმი, თუმცა ქართული აქცენტით. პრინციპში ეს თემა ზურაბიშვილისთვის ახლოა", - განაცხადა დიმიტრი მედოევმა და დასძინა, რომ "საქართველოში ჩატარებული არჩევნები ამ ქვეყნის შიდა საქმეა და სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს". ცნობისთვის, არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, თბილისი მასთან ტანამშრომლობას ვერ შეძლებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)