|
2018-11-30 15:38:23, 1145 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, თუმცა კატეგორიულად არ ვემხრობით რაიმე ტიპის არეულობას
„ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხლისუფლება შეიცვალოს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, მათ შორის გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას. „ევროპული საქართველო" დღეს გეგმავს, რომ ჩაატაროს პოლიტსაბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი იქნება, იქნებიან რეგიონული ლიდერები, პარტიის ხელმძღვანელობა და ჩვენ განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ უახლოეს მომავალში. ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ", - განაცხადა კაპანაძემ. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ მსგავსი მოწოდებები მიუღებელია. „პროტესტის გზით პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავია, ამაში არაფერი გასაოცარი არაა, ეს არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება. თუმცა, კატეგორიულად არ ვემხრობით არც რაიმე ტიპის არეულობას, არც მათ შორის მოწოდებას ჯარისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის არასწორი გზა, ამიტომ ამას არ შევუერთდებით. კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პოზიციის გამოხატვასა და ბრძოლის გაგრძელებაზე, ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)