|
2018-11-30 13:41:26, 1102 ნახვა
პოლიტიკა
კობაძიძე: შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ „ეუთო“-ს რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი
„მინდა მოგილოცოთ წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ჩვენ შევძელით ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდოამზე განაცხადა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ეუთოს“ რეკომენდაციები იქნება პარლამნტის მიერ შესწავლილი. „მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა უნდა გადავუხადოთ ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა ფუნქციები.მადლობა მინდა გადავუხადო ასევე დამკვირვებლებს. მე განაკუთრებით ყურადღებით „ეუთო“-ს რეკომენდაციებს, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, მათი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორცილედეს კანონმდებლობაში, რომელიც არის პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორიციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია აქვე დავდოთ პირობა, რომ „ეუთო“- ს რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)