|
2018-11-30 13:11:14, 1070 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ზურაბიშვილს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე გააკეთა ამომწურავი კომენტარი. „პრეზიდენტის რეზიდენცია არ არის ის თემა, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ ჯერ კიდევ კამპანიის დასაწყისში ამაზე გააკეთა ძალიან მოკლე და ამომწურავი კომენტარი. მან თქვა, თუ სად აპირებს მუშაობას და სად იქნება პრეზიდენტის ოფისი. მეც ვფიქრობ, რომ, როდესაც ასეთი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული ახალი პრეზიდენტი, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა და უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია ორბელიანების სასახლეში განთავსდება.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)