|
2018-11-29 15:12:28, 1111 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად დაეცა, რაც შემაშფოთებელია. „გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, ამ სტანდარტით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება 16 დეკემბერს, მას შემდეგ შეუწყდება, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს. გარდა ამისა, ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველო მმართველობის სრულად საპარლამენტო მოდელზე გადავა.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)