|
2018-11-29 14:10:46, 1353 ნახვა
პოლიტიკა
კოსაჩოვი: პოლიტიკაში ისეთი ხისტი ადამიანის ყოფნა, როგორც ზურაბიშვილია, სააკაშვილს დაბრუნებაში ხელს შეუშლის
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის მხარდაჭერილი, ქვეყნისთვის პირველ რიგში სტაბილურობას ნიშნავს. ინფორმაციას Tass ავრცელებს. "გამარჯვება, ისეთ არჩევნებზე, სადაც მოსახლეობა პირდაპირი წესით პრეზიდენტს ბოლო ჯერ ირჩევდა, საკმაოდ ბევრს ნიშნავს და მძიმე, კონფრონტაციული ბრძოლის პირობებში შედგა. ამ კონფრონტაციაში მიხეილ სააკასვილიც იყო ჩართული", - განაცხადა კოსაჩოვმა. კოსაჩოვის თქმით, სააკაშვილს ამ არჩევნებში პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან "წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზურაბიშვილმა ის 2008 წელს, საკუთარი სოფლების დაბომბვაში დაადანაშაულა". "მოგვიანებით ზურაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა. პოლიტიკაში ასეთი ხისტი ადამიანის ყოფნა, როგორც ზურაბიშვილია, ხელს შეუშლის სააკაშვილს ამ სფეროში დაბრუნდეს, რაზეც ამდენი ხანია ოცნობობს. ის უკვე შეუდგა ჩვეული, არადემოკრატიული გზით წასვლას, მოსახლეობას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებმა უკვე აჩვენეს საკუთარი ძალას. ამიტომ პოლიტიკური განხეთქილების შეგრძენაბ ჯერ კიდევ არსებობს. იმის გათვალისიწნებით, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ ემოციურია, არ გამოვრციხავ რომ პროტესტი უკვე ქუჩის ფორმატში გაგრძელდეს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)