19:46 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 00:52:50, 1086 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს

სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40% - ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“ - ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა.

„ძირითადი მონაცემები უკვე შეჯამებულია, შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი, თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცმებით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში.

რაც შეეხება რაოდენობებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა, თითქოს 900 000 ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ, რაც არასწორია, მისი მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება 900 000 ხმას.

„ნაციონალური მოძრაობის წევრები აქაც კი იტყუებიან. ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.                                                       





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics