|
2018-11-28 20:33:27, 1281 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი იყო საქმეში ჩართული - დაველოდები საბოლოო შედეგებს
„დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-ის დაკავეთით ჩატარებულ „ედისონ რისერჩის“ პირველად მონაცემებს. ვაშაძის განმარტებით, ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. „უღრმეს პატივს ვუდასტურებთ „რუსთავი 2"-სა და „ედისონ რისერჩს", მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 17:00 საათის შემდეგ. ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია, მოსყიდვა მოხდა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი საქმეში იყო ჩართული“, - განაცხადა ვაშაძემ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაშაძის თქმით, გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო მიიღებს. „ნებისმიერ შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენს სამოქმედო საკითხებზე, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს თავისი საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას. ახლა ჩვენ გადართულები ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი მოვიტანოთ ჩვენს შტაბში, დავიცვათ თითოეული ხმა, დავითვალოთ თავიდან ბოლომდე და შესაბამისს სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვითვლით ხმებს, როგორც შტაბის ხელმძღვანელის ჩემი სამუშაო ახლა არის დღე და ღამე მუშაობა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი. არანაირად არ ვაპირებთ ახლა შევეშვათ და რამე დავთმოთ, თითოეულ ხმას დავიცავთ და ამის შემდგომ გვექნება დამატებითი განცხადებები. ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე საბჭო შეიკრიბება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45% Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)