|
2018-11-28 18:44:35, 1078 ნახვა
პოლიტიკა
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესული - ვიდეო
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი. მისივე თქმით, მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ. საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი. ანა მიქელაძემ კონკრეტულ შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მედიას: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მარნეულის #49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ზუგდიდის #105-ე უბანზე მივიდა ორი ამომრჩეველი, რომლებიც იმ უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა („ყოფილი პოლიტ. პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვენენ ამ უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საარჩევნო კომისიის მიერ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ამავე უბნის ამომრჩევლები, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)