|
2018-11-28 15:08:42, 978 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: უარი უნდა ეთქვას მოძალადე რეჟიმს, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წელი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნისნა, მან ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეს მისცა. „მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას. ეს არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხალხის და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ამ დროს, ასეთ ვითარებაში საჭიროა სიბრძნე, რომელიც არის ჩვენს ხალხში. მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის. მე არ მინდა საუბარი იმ დესტრუქციული ძალის მცდელობებზე, რომელიც არაერთგზის გამოვცადეთ მრავალი წლის განმავლობაში, ეს მცდელობები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას და ყველაფერი ჩაივლის მშვიდ ვითარებაში. მე დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება. ის შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, მიზეზებზე საუბარი დღეს არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. შეიძლება პროვოკაციები იყოს ხშირი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)