|
2018-11-27 12:23:09, 961 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა შსს დაავალა საარჩევნო უბნებზე წესრიგი უზრუნველყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით იმოქმედებს. მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვონ. "მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა. მინდა მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვისუზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს. მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს", - აღნიშნა მან.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)